კრიმინალურ სამყაროში „ლავას ოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი 1981 წელს ბათუმში დაიბადა. მანამ, სანამ მინდია გორაძე კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, ის ჭიდაობით იყო დაკავებული.
პირველად 2006 წელს დააკავეს, სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. 2013 წლიდან კი, მას ე.წ "კანონიერი ქურდის" ტიტულით იცნობენ.
2013 წლიდან მინდია გორაძე უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც მას „ლავასოღლი ბატუმსკის“ ეძახდნენ. 2014 წელს ის უკრაინაშივე დააკავეს - მას სამი წლით აეკრძალა აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. უკრაინული და რუსული მედია იუწყებოდა, რომ მინდია გორაძე ოდესაში მართავდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ბინების ძარცვით იყო დაკავებული.
2016 წელს, ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ძალადობისთვისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული ლავას ოღლის ქართულმა სასამართლომ 12 წელი შეუფარდა. „2013 წლიდან დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, “ – განაცხადა მაშინ შს სამინისტრომ. თუმცა, სასამართლომ მოცემულ 9 თვეში საქმის განხილვა "ვერ" დაასრულა და მინდია გორაძე ციხიდან გამოუშვეს. მან მალევე დატოვა ქვეყანა, ის თურქეთში გაემგზავრა. უცხოეთში ყოფნისას მას წაეყენა ბრალი და იმის გამო, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ძიება ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
ამის შემდეგ, ლავას ოღლი დააპატიმრეს თურქეთში. იქ მოითხოვეს, რომ საქართველოს ციხიდან მისი ექსტრადირება მომხდარიყო. ამას მოყვა აქციები ბათუმში. პროტესტის მონაწილეებს შორის იყვნენ გორაძის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები.
თურქეთის ციხიდან გათავისუფლებული მინდია გორაძე ბელორუსში გაფრინდა, სადაც საექსტრადაციო პატიმრობაში აღმოჩნდა. მალევე გაჩნდა ეჭვები, რომ მინდია გორაძე სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოიყვანეს. მალევე "სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ბელორუსიდან სპეცრეისით ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ექტრადირება მოხდა საქართველოში.
ამ ფაქტს გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრებიც. მათი თქმით, "გასაკვირი ახლაც არ იქნება, თუ გადამწყვეტ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სამშობლოში დააბრუნა. საარჩევნო უბნებზე "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველის მობილიზებასა და მოსყიდვაში სწორედ კრიმინალური ავტორიტეტები ეხმარებოდნენ"
საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მინდია გორაძე საქართველოში, კერძოდ - ბათუმში იმყოფება. გამონაკლისი არ არის მისი ოჯახის წევრები და საახლობლო წრე, რომლებიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები არიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში