ლისის ტბასთან მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

0
ლისის ტბასთან მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, ირაკლი ცომაიას პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. სიტყვით არ უსარგებლია თავად ბრალდებულს, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადვოკატს ეთანხმებოდა. დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ფარავს ყველაფერს, რომ მათ რაიმე საშეღავათო პირობა მოითხოვონ. ადვოკატის თქმითვე, ვერცერთი სასჯელი ვერ ეთანადება იმას, რაც ამ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა. ყავლაშვილის თქმითვე, ირაკლი ცომაია წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და დაცვის მხარეს ალტერნატიული შემოთავაზება არ აქვს.
0