დღეიდან, რუსეთის დედაქალაქში საშინაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140146 დღეიდან, რუსეთის დედაქალაქში საშინაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ქალაქის მერმა მერმა გამოაცხადა. ახალი რეჟიმის შესაბამისად, სახლიდან გასვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. სახლიდან გამოსვლა ნებადართული იქნება სამედიცინო დახმარების მიღების, სასურსათო შესყიდვებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. ასევე, სახლის დატოვება შესაძლებელი იქნება შინაური ცხოველების გასასეირნებლად და ნაგვის გადასაყრელად. ამასთანავე, სახლის დატოვება მხოლოდ სპეციალური საშვის ქონის შემთხვევაში იქნება ნებადართული. ამ დრომდე, არ ჩაკეტილა მიმოსვლა დედაქალაქთან. რუსეთის ხელისუფლებამ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება, 28 მარტს მიიღო. მანამდე ვლადიმერ პუტინმა, კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე კვირა უქმედ გამოაცხადა.
0