გადა – ვრჩებით და გადავ–სხვა–ფერ–დებით !!!

0
გამარჯობა ექსპერიმენტულო საუკუნევ, რაც უფრო ხანში შედიხარ რამხელა ცინიზმი და ირონია გემატება... ისევ ეს გაუთავებელი სტატისტიკა... რამდენჯერ უნდა გადაგვთვალოთ.... თითქოს უხილავმა თუ ხილულმა ძალამ, თუ რაღაც ამდაგვარმა შუაგულ დედამიწაზე ახალი , , გრინვიჩის მერიდიანები“ მოგვიხაზა და ასე გაყო დათვლის ობიექტები... გვამები და ჩვენ (გადარჩენილები) .... როგორ მივეჩვიეთ ამის მოსმენასაც : , , ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 900 გადააჭაბა“ . ამ ინტერნეტულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში რა უსუსურია ადამიანი, მაგრამ (რა მაგარია, რომ მაგრამ არსებობს!) მისი ტვინი ქმნის რობოტსაც, თავის დროზე ველოსიპედიც სწორედ ადამიანის ტვიმა შექმნა. რაც დაინგრევა, ისევ მისი ტვინი შექმნის. ადამიანის გარეშე არაფერს არ აქვს აზრი. ამ სამყაროში მთავარი, პირველი, პირველზე ადრე რაც იყო – ის არის ადამიანი. მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია. ის აგებს და ისევ ის იმარჯვებს. ის ბოროტდება და ისევ ის ჩაიდენს სიკეთეებსაც. ის ანგრევს და ის აშენებს. ამ პარალელებშია აზრიც და უაზრობაც... ვერავითარი ხელოვნური თუ ბუნებრივი მექა–ნიზმები ვერ გაანადგურებენ რაც ადამიანის ტვინს შეუძლია ამოხსნას და გამოიგონოს. ყველა ბრძოლაში ადამიანია დამარცხებულიც და გამარჯვებულიც. ამ მთავარი , , გამოგონების, , – ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ი ს ავტორიც ადამიანია. სამყარო იკვებება ადამიანის შექმნილი ინფორმაცით... ინფორმაციული ვაკუუმიც ინფორმაციააა, ადამიანის წარმოსახვა მუდმივად ქმნის ახალ ინფორმაციას. სახლშიც დავრჩებით და გარეთაც გავალთ !!! ომებსაც მოვიგებთ და დასამარცხებელსაც დავამარცხებთ, იმიტომ რომ განგებამ ასე ინება – ჩვენთვის მოეცა ტ ვ ი ნ ი. გონივრული გადაწყვეილებების მისაღებად გონივრულად დავრჩეთ სახლში. გადა – ვრჩებით და გადავ–სხვა–ფერ–დებით !!!
0