ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და შეიძლება კრიტიკულადაც ჩაითვალოს.
, , ჩვენთან ამ პაციენტებიდან 4 რჩება. 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინვე აღვნიშნეთ, რომ დასტაბილურდა. დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია", — განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 4 876, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264.
#კორონავირუსი
#პანდემია
#მარინაეზუგბაია
#დარჩისახლში
#tbilisidaily