ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა ლ

0
70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო 60 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ ხუთ ინფიცირებულ ადამიანს, ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკა "მედალფას" რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკას თვითდინებით ერთმა პირმა მიმართა, რომელსაც კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტირდა, იგი კლინიკიდან უკვე გაწერეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ოთხ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი საკარანტინო სივრციდან კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი. უწყების ცნობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო ნიშნებს ხუთ ადამიანზე იკვლევენ. კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ცნობისთვის, აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული. კორონავირუსით ინფიცირებული 7 პირი კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული.
#politics
#news
#opinion
#events
#photo
#coronavirus
0