განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება.
მათი განცხადებით, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს. მათ შეუძლიათ ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით სასწავლო პროცესს ინტერაქტიულად წარმართვა.
მათივე ინფორმაციით, სკოლების იმ ნაწილისთვის, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ, მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი შექმნა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტი „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში.
განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო , , ინტერპრესნიუსი".
#კორონავირუსი
#განათლებისსამინისტრო
#დისტანციურისწავლება
#ტელესკოლა
#tbilisidaily