გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 10 პირიდან, 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140153 გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პაციენტები ჰოსპიტალში დაკვირვების მიზნით გუშინ მოათავსეს. ყველა ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია. ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 - მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
0