მარინა ეზუგბაია - კლინიკაში მყოფი 3 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

0
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკიდან 17 განკურნებული გაეწერა, მათ შორის 2 ბავშვი. მისივე ცნობით, კლინიკაში ამჟამად 29 ინფიცირებული პაციენტი რჩება და მათგან სამი ბავში მეთვალყურეობის ქვეშაა. ეზუგაბაის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ტესტირებას თავად ატარებენ და მათი ლაბორატორია ლუგარის ლაბორატორიის მსგავსად მუშაობს. „ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას, ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება PSR კვლევით ჩვენთან ტარდება. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყო ჩვენი პაციენტი, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი PSR ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათთან მხოლოდ კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. ვნახოთ დინამიკაში როგორ გაგრძელდება. ერთთან დადასტურდა 21-დან და დანარჩენი ყველა იყო ნეგატიური. დღეს დილას მხოლოდ 4 პაციენტზე იქნა აღებული ტესტი გამოსაკვლევად, ვნახოთ დღის განმავლობაში რამდენი პაციენტი შემოგვემატება. ჩვენთან ამ ეტაპზე 29 პაციენტი რჩება, იცით, რომ 17 განკურნებული გაეწერა, აქედან 2 -მა ბავშვა დატოვა კლინიკა და 3 ბავშვი განაგრძობს ჯერჯერობით მეთვალყურეობას. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#გამოჯანმრთელებული
#მარინაეზუგბაია
#ბავშვები
#tbilisidaily
0