მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯარიმებზე – როდიდან შეგიძლიათ გადახდა და ვის ეხება შეღავათი

0
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვისჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­დახ­დის ვა­დებ­მა გა­და­ი­წია. კონკრეტულად თუ რა შეღავეთები დაწესდა მძღოლებისთვის და ვის (არ) შეეხება საშეღავათო პერიოდი? – ამ კითხვაზე „პრაიმტაიმს“ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის უფროსი, ტატა ხვედელიანი პასუხობს. შეღავათები მძღოლებისვთის „ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით ამოქმედდა საშეღავათო პერიოდი, რომელიც გაგრძელდება 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, ანუ ამ პერიოდში ჯარიმას არ დაერიცხება საურავი, არ მოხდება შესაბამისი ჯარიმების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და გადაუხდელი ჯარიმების გამო მოქალაქეებს არ გავუშვებთ მართვის უფლების 6-თვიან შეჩერებაზე. ამ პერიოდში საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას, თუ მოქალაქე სამართალდარღვევას ჩაიდენს ჩვეულებრივად დაჯარიმდება, უბრალოდ არ მოხდება შემდგომი ჯარიმის თანმდევი პროცესები“. ვის (არ) ეხება საშეღავათო პერიოდი „საშეღავათო პერიოდი ეხება ყველა მძღოლს, ეხება ადმინისტრაციულ, საგზაო სატრანსპორტო სფეროში გამოვლენილ სამართალდარღვევებს. ასევე შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ტექდათვალიერების მიმართულებაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ტექდათვალიერების ვადის გადაცილებაზე ჯარიმები არ გამოიწერება. საშეღავათო პერიოდი არ ეხება ალკოჰოლური თრობის ქვეშ მოქმედ მძღოლებს. თუ მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში მართავს ავტომობილს ჩვეულებრივად დაჯარიმდება და ჩამოერთმევა მართვის უფლება. საშეღავათო პერიოდი ეხება, როგორც 21 მარტამდე გამოწერილ ჯარიმებს, ასევე ამ საშეღავათო პერიოდში გამოწერილ ჯარიმებსაც. მაგალითად, თუ მოქალაქეს პირველ მარტს გამოეწერა ჯარიმა, მას აქვს 30 დღე გადასახდელად, თუმცა ვინაიდან 21 მარტიდან ამოქმედებულია საშეღავათო პერიოდი მას საშუალება აქვს 30 დღის ვადაში არ გადაიხადოს ეს ჯარიმა და გადახდა მოხდეს საშეღავათო პერიოდის გასვლის, ანუ 21 აპრილის შემდეგ. შეღავათი ამოქმედდა, ანუ ჯარიმის გამოწერიდან 21-ე დღეს მისი ჯარიმის ვადა შეჩერდა“. გაუქმდა თუ არა ჯარიმები? „ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს ჯარიმები გაუქმდა სიმართლეს არ შეესაბამება. საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, სამართალდარღვევების აღმოჩენას და შესაბამისად დაჯარიმებას, ჩვეულებრივად დაჯარიმდება ყველა მოქალაქე, უბრალოდ საურავის დარიცხვა და გადახდის ვადა გადაიწევს“. ითვალისწინებს თუ არა საშეღავათო პერიოდი პროცენტის დამატებას? „ეს საშეღავათო პერიოდი არ ითვალისწინებს არანაირ პროცენტს, ანუ გადავადებით ხდება დროის შეჩერება და 21 აპრილიდან ვადა განახლდება ჩვეულებრივად.ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრი გადასულია მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე. მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 2 41 42 42 ან ეწვიონ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურ ვებ გვერდს police.ge, სადაც შეუძლიათ გაარკვიონ ინფორმაცია ჯარიმებთან დაკავშირებით და ონლაინ რეჟიმში გადაიხადონ, ხოლო დისტანციურ სერვისებს რაც შეეხება, არის 50-მდე საპოლიციო სერვისი, რომელსაც ერთიანი მომსახურების ცენტრი ზოგადად აწვდის მოქალაქეებს და ახლა უკვე შეუძლიათ სახლში დარჩნენ და ისე მიიღონ ეს სერვისები“.
0