შსს-ს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო, 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი კი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
#შსს
#პოლიცია
#საგანგებომდგომარეობა
#ჯარიმა
#tbilisidaily