ჰაკერებმა საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი ნომერი და მისამართი ინტერნეტში გამოაქვეყნეს-ZDNet

0
ამერიკული ონლაინ-გამოცემა ZDNet-ი წერს, რომ 28 მარტს, ჰაკერებმა საქართველოს 4, 934, 863 მოქალაქის, (მათ შორის გარდაცვლილი პირების) პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტში, გაასაჯაროვეს. საუბარია მოქალაქის სახელზე, გვარზე, პირად ნომერზე, მის მისამართზე ასევე დაბადების თარიღზე. გამოცემის ცნობით, ფაილის ზომა, რომლითაც მოქალაქეთა პირადი მონაცემები გასაჯაროვდა 1.04 გიგაბაიტია. ZDNet-ის ინფორმაციით, ინფორმაციის გაზიარების დროს ჰაკერებმა მიუთითეს, რომ ინფორმაციის წყაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სისტემა წარმოადგენდა, თუმცა, ინფორმაციის ზუსტი წყარო - თუ რომელი უწყების მონაცემთა ბაზიდან მოხდა მისი გატანა და გასაჯაროება, უცნობია. BMG-ი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს მიმართავს და მკითხველს პასუხს მიღებისთანავე ვაცნობებთ.
#politics
#news
#opinion
#photo
0