გასისხლული გდია მატერია მიწაზე, თავზე ყორანი დასჭყავის, ცხოველები მიწაზე უღრენენ მის უსულო ხროტინს,
გაავებული ადამიანი ურტყამს მას როზგს, ზურგს კანის კვალი აღარ შერჩენია თავად იგია იგი ვინც მას სცემს .
ნაცრისფერი ქარიშხალი დასტრიალებს თავზე სხეულს.
აფთრები შორიდან ყმუიან, ნაჯიჯგარ სხეულზე ადგილს იკავებენ
და ამ დროს მე გამოვდივარ ჩემი სხეულიდან და ვბრუნდები სამყაროში; ვიღვიძებ , ვეწევი, მივდივარ უნივერსიტეტში,
ვეწევი, მოვდივარ სახლში , ვეწევი ვარ ბედნიერი, მაგრამ ვუბრუნდები ჩემს თავს როცა მარტო ვრჩები, იგი ისევ კვდება
ბორგავს, ჩემი სხვა მე თა ჯოგი დასდგომია თავზე მას და გამეტებით წიხლავს.
აფთრები შორი ახლო დასტრიაელბენ
მეს, ამ დროსაც კი მე ჩემი იდუმალი მე იცინის და ამ სიცილს რეალურს ხდის.
ამ დროსაც კი ჩემი იდუმალი მე ვითომ ინტერესდება
სხვისით.რეალური მე კვნესის , მის გარშემო სისხლია, დასახიჩრებული მაგრამ მაინც ლამაზი მეორე მე იტანს დარტყმებს.
სადამდე მიგვიყვანს ეს აზრთა ომი არ ვიცი.
მე ისევ მივყვები ცხოვრების რუტინას, ჩემში იღვიძებს პროტესტანტი, მოქილიკე , ბედნიერი
და ერთად გამოდის, ენაცვლება ერთმანეთს. ნაცრისფერი ქარიშხალი ძლიერდება რეალურ მეს ტანჯვა დასჩნევია სხეულს ,
სხეული უძლებს მედგრად დგას მისი ნიღბები იცვლება ერთი მეორეს მიყოლებით, ყველა ხედავს მას და ყველას ვხედავ მე,
სისუსტეს არ პატიობენ რეალურ მეს. ზოგნი ნიღბები ზოგნი ხალხი ზოგნი მეგობრები არავინ არ პატიობს სისუსტეს მეს და იგიც
კვდება და ბორგავს, დაკარგა მან საჭე და ახლა მთლიანად ნიღბებია დასაბამი სხეულის, სხეული ბორგავს ბრბო ჩაწყნარდა ,
ყველაფერი კალაპოტს უბრუნდება...
მაგრამ ჰერი გასისხლული გდია. მატერია მიწაზე , თავზე კი ყორანი დასჭყავის.
/22.01.19/