ლუგარის ტიპის ლაბორატორიისთვის ტესტები არის ,,სემიჩკა” - მიხეილ სააკაშვილი

0
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გვარამიას გადაცემაში , , მთავარი აქცენტები” ლუგარის ლაბორატორიის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის დაარსების იდეა გაჩნდა 90-იანი წლებიდან, რა დროსაც თავად ზურაბ ჟვანიასთან ერთად მთავარი მომლაპარაკებელი იყო ამერიკის კონგრესთან. სააკაშვილის თქმით, ლაბორატორიაზე კონკრეტული შეთანხმება მიღწეულ იქნა 2004 წელს ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში , , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა. , , ეს ლაბორატორია 2011-ში გავხსენით მე და რიჩარდმა. საბოლოო სიმძლავრით ამუშავდა გეგმიურად 2013-ში. ეს მართლაც ასე არის, მაგრამ ამ ტიპის ლაბორატორიისთვის, ტესტები არის , , სემიჩკა”. ეს ლაბორატორია რომ სრული სიმძლავრით გამოგვეყენებინა, ახლა იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორია, ” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
#ლუგარისლაბორატორია
#სააკაშვილი
#ტესტები
#tbilisidaily
0