ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნებლისგან შეუფერხებლად გაგრძელდება.
აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა და პრეპარატები. მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოში მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება უკვე დაიწყეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.
P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია imedinews.ge-ს მიერ.
#news
#politics