კორონავირუსს აჭარის მუნიციპალიტეტებში ებრძვიან.
ბათუმის დეზინფექცია გრძელდება, უკვე დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები და სადარბაზოები. ასევე, იწმინდება მუნიციპალური ავტობუსები.
ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სახელმწიფო აგრძელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. პირველ ეტაპზე ქუჩები და სადარბაზოები დამუშავდა, შემდეგ კი ადმინისტრაციული ცენტრების დეზინფექციაც დაიწყო. ამ დროისთვის, გათვალისწინებულია თავშეყრის ადგილებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებსა და ბაღებში) სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. დაწყებულია დაბის დამუშავებაც.
დასუფთავდება ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიც. დეზინფექცია ასევე შეეხება მახუნძეთს. დაამუშავებენ საჯარო თავშეყრის ადგილებს, ნაგვის ურნებსა და მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებს.