ქუთაისის ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტებიდან 4 დადებითია

0
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე სულ 200 ტესტი ჩატარდა, რომელთაგან მხოლოდ 4-ია დადებითი. ერთ-ერთი პაციენტი სამეგრელოს მკვიდრია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ამავე ლაბორატორიაში 17 ტესტი ჩატარდა. მათგან ყველა უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ლაბორატორიის თანამშრომლებმა რამდენიმედღიანი ტრენინგები თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში გაიარეს და დღეს კორონავირუსის ტესტები, თბილისის გარდა, ბათუმსა და ქუთაისში ტარდება.
#kutaisidaily
#kutaisislaboratoria
#coronavirus
0