სოფელ ახალქალაქსა და სოფელ მეჯვრისხევში საკვირაო ბაზრები დროებით დაიკეტა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140158 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საკვირაო ბაზრები დროებით დაიკეტა. ეს ის ადგილებია, სადაც ყოველ კვირადღეს ძირითადად მესაქონლეობით ვაჭრობენ. შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული. , , საკვირაო ბაზრების დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ, კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხე რომ მინიმუმადე დავიყვანოთ" - აღნიშნა მან.
0