აღმოჩნდა, რომ ჩვენ შევდივართ პიკურ პერიოდში აბსოლუტურად უიარაღოდ, სწრაფი დიაგნოსტიკის გარეშე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140180 აღმოჩნდა, რომ ჩვენ შევდივართ პიკურ პერიოდში აბსოლუტურად უიარაღოდ, სწრაფი დიაგნოსტიკის გარეშე. შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს ამ ყველაფერმა - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხრაძე აცხადებს. სპეციალისტების თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან 2 თვე, სრულად იყო საკმარისი ამ პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ვირუსის გავრცელების პიკურ ეტაპს სახელმწიფო სწრაფი ტესტებისა გარეშე ხვდება. „მთავრობას ალბათ უნდა მოეხდინა დივერსიფიცირება სხვადასხვა შემომტანისგან და ამით რისკების მინიმიზაციას მოახდენდა. ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ შევდივართ პიკურ პერიოდში აბსოლუტურად უიარაღოდ, სწრაფი დიაგნოსტიკის გარეშე. შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს ამ ყველაფერმა ჩვენ, რადგან მთავარი იარაღი, გარდა ეპიდემოლოგიური ღონისძიებების, კარანტინის და თვითიზოლაციის, ეს არის სწრაფი დიაგნოსტიკა“, - განაცხადა სერგო ჩიხრაძემ.
0