2 votes
0 comments
0 shares
Save
ესპანეთში 24 საათში 812 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობით კი ქვეყანამ ჩინეთს გადაასწრო
35 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 812 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 7340-ს მიაღწია. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ქვეყანაში დადასტურებული ინფექციის შემთხვევები 78 797-დან 85195-მდე გაიზარდა, რითაც ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადაასწრო და დადასტურებული შემთხვევების რეიტინგში აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

#spain #coronavirus #stopcov19 #china

a


Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 7 472 და დაიღუპა 932 ადამიანი
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში ეპიდემიის გავრცელბიდან 3 აპრილამდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ს 10 935 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთი, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველზეა იტალია. ბოლო დღე ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსი კიდევ 7 472 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 117 710 შემთხვევაა დადასტურებული.#spain #covid19 #coronavirus #stopcovid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 7 472 და დაიღუპა 932 ადამიანი
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში ეპიდემიის გავრცელბიდან 3 აპრილამდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ს 10 935 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთი, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველზეა იტალია. ბოლო დღე ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსი კიდევ 7 472 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 117 710 შემთხვევაა დადასტურებული.#spain #covid19 #coronavirus #stopcovid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 442 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ 655 ადამიანი დაიღუპა, რითაც ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4089-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ინფიცირებულთა ახალ მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა 6673 შეადგინა, რითაც სულ დაავადებულთა რაოდენობა 56 188-მდე გაიზარდა.#spain #covid19 #stopcovid #coronaviruss
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსის შედეგად 828 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 828 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, ქვეყანაში, ჯამში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 6528 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუსის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 549 ადამიანი დაინფიცირდა და მოცემული მომენტისთვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 78797 ადამიანს შეადგენს. ამგვარად, ესპანეთი, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანეთში სულ 14 709 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაზე ინფიცირებულია მადრიდშია, მას მოსდევს კატალონია. ესპანეთში, ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 თებერვალს გამოვლინდა. ვირუსი გერმანელ ტურისტს აღმოაჩნდა. #spain #covid19 #coronavirus #stopcovid19
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთმა COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ქვეყანაში ერთი დღე-ღამის მანძილზე 443 ადამიანი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა მაჩვენებელმა საერთო ჯამში 3434-ს მიაღწია. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, 5 552 ახალი შემთხვევით, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 47610 ინფიცირებულია აღრიცხული.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 757 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 757 ადამიანი დაიღუპა. ამ მონაცემებით ქვეყანაში მთლიანობაში ვირუსს 14 555 პაციენტი ემსხვერპლა. ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 6180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 146 690-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან დაახლოებით 48000 ადამიანია გამოჯანმრთელებული. Tbilisi Batumi Sokhumi #politics #news #opinion #photo #events #design #religion #coronavirus
Headline
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 209-ით გაიზარდა
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 209-ით გაიზარდა და მთლიანობაში 767 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება ინფექციის ახალ შემთხვევებს, ვირუსი ესპანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე 3400-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. სულ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 147 შემთხვევაა დაფიქსირებული. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ. #news #coronavirus #spain
Headline
Tbilisi, Georgia · 2 months ago
BBC: რიგი ქვეყნები ეტაპობრივად ამცირებენ დაწესებულ შეზღუდვებს
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ თითქმის 3 მლნ-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000 ადამიანზე მეტია. დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა - თითქმის 1 მლნ. ადამიანი, შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. ამავდროულად, ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მცირდება COVID-19-ით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა და ამის ფონზე, ზოგიერთი სახელმწიფო საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს. აშშ-ის არაერთი ცალკეული შტატიც, დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას აპირებს. იტალიაში, სადაც მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი - 26 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 მაისიდან, არსებული მკაცრი ზომების შემსუბუქება იწყება. ბარებსა და რესტორნებს ე.წ. takeaway საკვების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. ამ ეტაპზე მხოლოდ საკურიერო მომსახურება მოქმედებს. გარდა ამისა, იტალიის მოქალაქეებს, მხოლოდ ცალკეული პროვინციის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების საშუალება ექნებათ. ექნებათ ახლობლების მონახულების, ასევე დაკრძალვების ორგანიზების უფლება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ერთდროულად შეიკრიბება არაუმეტეს 15 ადამიანი. ესპანეთში გასულ შაბათ-კვირას მიეცათ ბავშვებს ქუჩაში პირველად გასვლის უფლება. ხოლო საფრანგეთში საკარანტინო ზომების შემსუბუქება 11 მაისიდან დაიწყება. აშშ-ის ზოგიერთმა შტატმა 1 თვის წინ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი, 55 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ვირუსით დაინფიცირების უკვე 87 147 შემთხვევაა დაფიქსირებული. არსებული მოცემულობით, რუსეთმა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობით უკვე ჩინეთს გაასწრო. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა სამხედრო ნაწილებში კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შემთხვევები. რუსეთის მასშტაბით 900-მდე სამხედრო მოსამსახურეა დაავადებული. ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩინეთის ქალაქებში - პეკინსა და შანხაიში გაიხსნა საჯარო სკოლები. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხი სწრაფად მცირდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ახალ ირეგულაციები მოქმედებს, რომლის მიხედვით, პიროვნება, რომელიც დახველების ან დაცემინების დროს „პირზე ხელზე არ მიიფარებს“ და ამავდროულად პირბადეს არ ატარებს, დაჯარიმდება. სამხრეთ კორეა თანდათანობით უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. გაიხსნა ეკლესიები და მოსახლეობას პირბადის ტარებას, ასევე დისტანციის დაცვას სთხოვენ. ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის ჯასინდა არდერნის განცხადებით, ეს სახელმწიფო მალე შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას და უახლოეს მომავალში მოიხსნება საკარანტინო რეჟიმი. ირანში, სადაც კორონავირუსით დაავადების გამო უკვე 5 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მეჩეთების გახსნას გეგმავენ. ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად ამცირებს დაწესებულ შეზღუდვებს და ზოგიერთ მარკეტსა თუ მაღაზიას, მუშაობის საშუალებაც მიეცა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Digest: nearly three million people with coronavirus in the world, the world is increasing military spending (27.04.2020),#coronavirus #world #countries #quarantine #headline #stopcovid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში ბოლო 24-საათში კორონავირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 767-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24-საათში ქვეყანაში ვირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსი 3 431 ადამიანს დაუდასტურდა. ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 17 147 ადამიანი დაინფიცირდა. ესპანური მედია წერს, რომ ვირუსისგან უკვე 1 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ესპანეთის მთავრობამ დღეს კანარისა და ბალეარის კუნძულებზე ფრენები შეზღუდა.#spain #coronavirus #stopcovid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესპანეთში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში „კოვიდ 19“-ს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანური გამოცემა, „ელ პაისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა იკლებს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ 19“-ის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირება 6 023 ადამიანს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 12 418 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 130 000-ს გადაცდა. ესპანეთში „კოვიდ 19“-ისგან უკვე 38 080 ადამიანი გამოჯანმრთელდა.#spain #covid19 #coronavirus #stopcovid19