ბლოკპოსტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქში შემომსვლელი ავტომობილების შემოწმება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140182 ფოთისა და ზუგდიდის გასასვლელებში ეგრეთ წოდებული ბლოკპოსტებია მოწყობილი და ვითარებას ადგილზე სამართალდამცველები აკონტროლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. როგორც ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციაა. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქალაქი არის სანავსადგურო, მაინც შეიმჩნევა მოსახლეობის გადაადგილება სამუშაო ადგილებზე და იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს თითოეული მოქალაქე ვირუსის გავრცელებისაგან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ორივე შემოსასვლელში მოეწყოს ბლოკპოსტები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულ ბლოკპოსტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქში შემომსვლელი ავტომობილების შემოწმება, განსაკუთრებულ კონტროლზეა სატვირთო ავტომობილები და უცხოეთიდან შემოსულები. თერმოსკრინინგთან დაკავშირებით მინდა გითხრა, რომ გაძლიერდება კონტროლი ამ დღეებში, მიმდინარეობს მოხალისეების მომზადება“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
0