კრიტიკის მიმართ მათი დამოკიდებულება ქვეყნისთვის დამაზიანებელია - ბოკერია თურნავას განცხადებაზე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142641 „ევროპული საქართველოს“ ერთ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა სადაც მან აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პოპულისტურია. ბოკერიას თქმით, ხელისუფლების ქმედებებზე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა თავისუფალი საზოგადოების ნაწილია და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკაზე მსგავსი დამოკიდებულება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. „ეს არის კატასტროფული ვითარება რაც გვაქვს და ის რომ ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლებს არ ესმით რო დისკუსია ამ თემაზე და ოპოზიციის კრიტიკა არის ნაწილი თავისუფალი საზოგადოების და ამას უწოდებს პროვოკაციას, ეს არ მიკვირს ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ აყენებენ ჩვენ ქვეყანას ზიანს. არ ესმით რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ და სამწუხაროდ ამ ფასს გადავიხდით სანამ ასეთი მთავრობა გვყავს ივანიშვილის მთავრობის სახით “,-განაცხადა გიგა ბოკერია.