ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტი ქალაქ გალის მკვიდრია.

0
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტი ქალაქ გალის მკვიდრია. გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ქალაქ გალის მკვიდრი 50 წლის ქალბატონი მოათავსეს, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. მას სოფელ ფახულანთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახვდა. ის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგიზავნება.
#ზუგდიდი
#ინფექციურისაავადმყოფო
#გალი
#კორონავირუსი
#ბოქსირებულიპალატა
#ლუგარისლაბორატორია
#zugdididaily
0