http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140188
ქართველი ამომრჩევლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნდა. ინფორმაცია გამოცემა zdnet-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კომპანიამ Under the Breach აღმოაჩინა და zdnet-ს მიაწოდა. მონაცემთა ბაზა 4 934 863 ადამიანის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
სტატიაში საუბარია ამომრჩეველთა ინფორმაციაზე, კერძოდ, გავრცელებულია ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. მათი თქმით, ინტერნეტში ჯამში 1, 04 GB მოცულობის ინფორმაციამ გაჟონა.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3.7 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა ერთი მესამედი არასრულწლოვანია და არჩევნებში არ მონაწილეობს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.