თურქეთი ლიბიაში ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს

Headline

ოფიციალური ანკარა ლიბიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ალ-ვათიას, ასევე ქალაქ მისრათას სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზებზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებას გეგმავს. დამატებით, თურქეთი ლიბიის სანაპიროებზე საკუთარი საზღვაო მისიების ორგანიზებას გეგმავს, რათა თავიდან იქნას აცილებული არსებული საფრთხეები. ანკარასა და ტრიპოლს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთი ნავთობის მოძიებისა და საბურღი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს ამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. Turkey Libya Tripoli agreement military base headline