არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140191 არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება-აღნიშნული განცხადება, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, უკვე 1000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება. „არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით”, - აღნიშნა რეხვიაშვილმა. რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტია მოთავსებული.მისი თქმით, თბილისიდან 7 პაციენტზე ელოდებიან პასუხს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი. „ამ წუთისთვის საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და სადღაც 7 პაციენტთან ველოდებით თბილისიდან დასკვნებს”, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
0