დღეიდან თბილისის მოსახლეობას მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ
5197 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

თბილისის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით დღეიდან მოსახლეობას მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ - ისინი დედაქალაქში ავტომანქანებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, სოციალური დისტანცირების დაცვისა და ყველა პრევენციული წესის პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები შემდეგი ტექსტით მიმართავენ დედაქალაქის მაცხოვრებლებს:

„ძვირფასო მოქალაქეებო კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით სოციალური დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით! გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გამოსვლისგან და მხოლოდ აუცილებლი საჭიროების შემთხვევაში გამოდით გარეთ. მოგიწოდებთ, დარჩით სახლში!“

#თბილისისმერია #მუნიციპალური #ინსპექცია #რეკომენდაცია #დარჩისახლში #დაიბანეხელები #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment