აჭარაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

Batumi Daily

stopcov.gov.ge - ზე ასახული ინფორმაციით, 3 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე მეტი - 360 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. საქართველოში, 3 ოქტომბრის მონაცემებით სულ 7564 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული კი - 3992. ქვეყნის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში 1100 პირი მკურნალობს, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირია მოთავსებული. კორონავირუსით სულ 48 ადამიანი გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ახალიამბებიაჭარაში