უნდა მაპატიო!

0
უნდა მაპატიო, გამიგე! ჰოო, მე მაპატიო უნდა და როცა სისულელეს ჩავიდენ, არ გთხოვ, გამიგეო, მაგრამ და შენი გული მუდამ გამიგებს! ვიცი, იმედების დამსხვრევა ჩემი ჰობი გახდა, გამიგე! უნდა მაპატიო კაცურად, სიტყვა ბანზე როცა აგიგდე! გული გატკინე და მალულად ჩემი გულის ფეთქვა დავჩრდილე, შენი ნაოცნები გავკიცხე და სულში ნაღვერდალი დაგინთე! ასე მოფრენილო ვნებავ და სიზმრით ვერ გარჩიე, გაიგე! ჩემი სიყვარული ვშალე და ქარსაც გავატანე, გამიგე! შენი თბილი ხმა და სიტყვები, ვერ დავიჯერე და გავყიდე! თავი მძლე და მკაცრი მეგონა, - არ გავუყადრებო, დავფიცე! შენი ტკენის ნაცვლად, მერწმუნე, ჩემი იმედები დავფლითე! მინდა დაძინება, ჩემო და შენი ნაფერები მაღვიძებს! "წამი გავაჩერო, ჩემო!"-და ყურში გუგუნებს და მაგიჟებს! მე რომ ზეცად ბევრჯერ ავიჭერ, შენ მე დედამიწა დამითმე! ჩემი წუწუნის ვერ გაძლება, არ შეიმჩნიე და დამინდე! მე რომ ამტკივდება რამე და მკლავებს მაგრამ მომხვევ ღამით შენ, ჩემს დანაწევრებულ დარდებსაც, სწორედ მკლავებს შორის დამილევ! ცხოვრების დაცრეცილ სატკივარს, სიცილით ამიხსნი, მადლი შენ! ზეცა ქუდად გხურავს მაშინაც, როცა მე მზის ნაცვლად დამიწვენ! მე რომ... მე რომ ავად გავხდები, შენ რომ... შენ რომ ჩემზე იზრუნებ! მაგრამ... ძნელი არის მიღება, როცა არაერთგზის გაგყიდეს! ლექსი მაპატიე ერთავ და აღარ გამიბრაზდე, გაფიცებ! ხათუნა ფერაძე 2020. 08.
#ხელოვნება
0