რამდენ ხანში კვდება კორონავირუსი – ნახეთ ახალი მონაცემები ტემპერატურის მიხედვით

0
COVID19-ის არსებობის ხანგრძლივობა სხვადასხვა სახის ზედაპირზე დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ არ შექმნილა. შესაბამისად ვირუსის შესახებ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამჟამად ცნობილია, რომ COVID19-ის ინკუბაციის პერიოდი 2 დღიდან, 2 კვირამდე მერყეობს. ასევე ცნობილია, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის. კორონავირუსი ცოცხლობს სხვადასხვა სახის ზედაპირზე 9 დღის განმავლობაში, რის გამოც არსებობს რეკომენდაცია, რომ ზედაპირი ხშირად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარებით. კვლევებით დადგინდა, რომ Covid19 ყველაზე მეტხანს +4 გრადუსზე, დაახლოებით ორ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ცოცხლობს, ხოლო +70 გრადუსზე ხუთ წუთში კვდება. ახალი კვლევის თანახმად, +22 გრადუსზე Covid19 აქტივობას კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში ავლენს, +37 გრადუსზე – არაუმეტეს ორი დღისა, +56 გრადუსზე კი 30 წუთში კვდება. პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე ვირუსი სულ მცირე 3 დღე ცოცხლობს. მუყაოზე კორონავირუსმა 24 საათი იცოცხლა, ხოლო სპილენძზე ვირუსი 4 საათის განმავლობაში იყო აქტიური.
0