თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მეტროს მუშაობა -მდე შეჩერდება.
აღნიშნული შეზღუდვა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან დროებით შეჩერებულია მიკროავტობუსების მომსახურებაც.
„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.
#stopcovid19
#coronavirus
#georgia
#metro