პრემიერის განცხადებით, ხვალიდან საქართველოში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

0
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ხვალ 8:00 საათიდან ამოქმედდება ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი, რაც გულისხმობს შემდეგს: სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით როგორც ქალაქში, ასევე ქალაქებს შორის გადაადგილება; დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები - მანქანაში დაიშვება მხოლოდ სამი ადამიანი, მათგან ორი უნდა მოთავსდეს უკანა სავარძელზე. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით. იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც ადამიანთა შორის დისტანცია უნდა იყოს ორი მეტრი. მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოები განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში იმუშავებენ ცალკე გაწერილი პროტოკოლის მიხედვით. პრემიერის განმარტებით, ეს გაკეთდება იმისთვის, რომ სრულად არ გაჩერდეს ეკონომიკური აქტივობა. გიორგი გახარიას განცხადებით, იკრძალება 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა სახლიდან გასვლა, გარდა უახლოეს სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში ვიზიტისა. თუ ადამიანები არიან მარტოხელები, მათ უნდა დაეხმარნო შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები. 21:00 საათიდან დილის ექვს საათამდე იკრძალება ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შესაბამისად, მოცემულ პერიოდში ცხადდება კომენდანტის საათი. პრემიერის ინფორმაციით, პრიველადი თერმო სკრინინგის მიზნით მოეეწყობა შესაბამისი ლოკაციები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. ამ ღონისძიებას განაღორძიელებენ შსს და თავდაცვის სამინსიტროს შესაბამისი უწყებები. პრემიერის განცხადებით, ყველა მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება კორონავირუსის გავრცელების ეფექტურ შეჩერებას.
#კორონავირუსი
#გიორგიგახარია
#კარანტინი
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0