ბოლნისში გამოკვლეული 64 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142146 ბოლნისში გამოკვლეული 64 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა. პირი, რომელსაც კოვიდ19 დაუდასტურდა, სოფელ სავანეთში დაინფიცირებულის კონტაქტია. ბოლნისში ამ დროისთვის კიდევ 99 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათ შორის არიან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და ასევე ის პირები, რომლებიც საკარანტინო ზონაში მუშაობენ. ბოლნისში ამ დროისთვის 61 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ოთხი გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა.