გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაიღუპა
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში მანქანა გადავარდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სანადიროდ იმყოფებოდა.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის
ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#ავარია
#გორი
#goridaily
წყარო: qartli.ge