მშვიდობის ხიდი სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება

0
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს. როგორც მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. ასევე, დეზინფექცია ტარდება გაჩერებებსა და მეტროსადგურის ამოსასვლელებში. მერიაში განმარტავენ, რომ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და ადამინისთვის აბსოლუტურად უვნებელია. დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.
#კორონავირუსი
#მერია
#მშვიდობისხიდი
#თბილისისქუჩები
#დეზინფექცია
#tbilisidaily
0