მიკროავტობუსი ქალს დაეჯახა
Tbilisi Daily
მიკროავტობუსი ველოსიპედით მოძრავ ქალს დაეჯახა. შუახნის ქალმა დაზიანებები ხელისა და ფეხის არეში მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ბათუმში მოხდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
Batumi