საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათი 21:00-დან დილის ექვს საათამდე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140225 საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. „საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, 21 :00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
0