4 votes
0 comments
0 shares
Save
რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი - გახარიას განცხადება
60 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140230

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს:

· სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

· დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

· ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

· იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

· ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

· აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

· იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

· ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

· პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

· ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რა უნდა ვიცოდეთ 31 მარტიდან
“მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ – ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება.- განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს:” სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი – საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი – ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. #გახარია #საქართველო #კორონავირუსი #კოვიდ19
Myvideo.ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ქვეყანაში კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - პრემიერის საგანგებო განცხადება
ქვეყანაში კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - პრემიერის საგანგებო განცხადება - მთავარი
ქვეყანაში კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - პრემიერის საგანგებო განცხადება - მთავარი
ქვეყანაში კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - პრემიერის საგანგებო განცხადება - მთავარი
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
სილამაზის სალონებში, ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია იქნება დაცული - თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორი უფრო სწრაფად გახსნას. მისივე თქმით, სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო. ამასთან, თურნავა ამბობს, რომ სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც ამოქმედების შემდეგ იქნება დაწესებული. „თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, როგორც კი ამის საშუალება გვეძლევა, უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სექტორი. სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეების, მიკრომეწარმეების, ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ მკაცრი სტანდარტების დაცვით უკვე 18 რიცხვიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მეც და ჩემს კოლეგებს ბევრ ბიზნესთან, მათ შორის სილამაზის სალონებთან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან. ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რა შეზღუდვაც იქნება დაწესებული“, – განაცხადა თურნავამ. მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცედურები იმოქმედებს სილამაზის სალონებში ამუშავების შემდეგ. „უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები. ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, – განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, 18 მაისიდან სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს - თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში დღეიდან იწყება ბიზნესსუბიექტების შემოწმება, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი წარმატებით გაივლის შემოწმების პროცესს, შეეძლებათ თავისუფლად, მშვიდად განაგრძონ საქმიანობა. „ახლა საქართველოსი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ნებადართული საქმიანობები გვაქვს ჩვენ აქტიური. სხვა ბიზნესები დროებით შეჩერებულია, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს და ჯანდაცვის გაიდლაინებს. ძალიან ოპერატიულად, პარასკევს ჩვენ მოვახერხეთ და განვათავსეთ სპეციალური, სხვადასხვა ბიზნესსექტორზე მორგებული აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე, ასევე ჩვენი კოლეგებიც ჩართულები არიან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა, ბიზნესი, რადგან დროულად უნდათ დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს. მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ძალიან ბევრი, უკვე ასობით აპლიკაციაა შემოსული და მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. პირველ რიგში ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებიდან, ვისაც დღეისათვის მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს, რა თქმა უნდა, აკისრებს მათ დამატებით პასუხისმგებლობას და დავიწყებთ სწორედ ამ მსხვილი სისტემური საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. ჩვენი შემოწმების ეს დიდი პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით, დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რა თქმა უნდა, პარალელურად დავიწყებთ იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებასაც, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება. შევეგუოთ, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე დრო სჭირდებათ თვითონ კომპანიებს და ბიზნესებს იმისთვის, რომ ნამდვილად სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო, რადგან სამომავლოდ, ეს იქცევა ცხოვრების წესად. ამიტომ კარგად მოემზადეთ. ეს რამოდენიმე დღე თუ კვირა გამოიყენეთ იმისთვის, რომ მართლაც წარმატებით გაიაროთ ჩვენი შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ თავისუფლად, მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება“, – განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ამ პროცესში სახელმწიფოს მიზანს დასჯა არ წარმოადგენს. „როგორც მოგახსენეთ, ვიწყებთ დღეიდან ამ შემოწმებებს, პერიოდულად გავაშუქებთ კიდევაც რომელი საწარმო როგორ ასრულებს. ასევე თუკი ჩვენ რამე გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუ რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს, წესს და ჩვენ რა თქმა უნდა, სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი ამოცანა არის ამ პროცესში არა დასჯა, თუმცა ჯარიმებსაც და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა დღესდღეობით, არამედ დახმარება ბიზნესების, რომ რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ, პოსტკორონასეულ ეტაპზე და იყვნენ სრულიად უსაფრთხო და შეძლონ თავისუფლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცი
ძებნის რეზულტატი
ძებნის რეზულტატი
ძებნის რეზულტატი
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 6 days ago
ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა
ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა - მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში საქართველოში ანტიგენის 50,000, ანტისხეულების კი 67,000 ტესტი ჩამოვა. ეს ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისთვის გამოიყენება. ტესტები ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. კომპანია "ბიოსენსორმა“ სამინისტროს დამატებით, საჩუქრად 5,000 ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი გადასცა.#ახალიამბები
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საყოველთაო კარანტინის პირობებში იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა...
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება. „იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, - განაცხადა გახარიამ.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში:
თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. „პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ცხრა დასახელების სასურსათო საქონელზე ფასი არ გაიზრდება, მათ ფასზე ლარის გაუფასურება არ აისახება
კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, რომელმაც პირველ რიგში ეკონომიკას დაარტყა. ჩვენ ირგვლივ, სამეზობლოში, ასევე სხვა ქვეყნებში, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება, არასწორი და უპასუხისმგებლო იქნება მტკიცება, რომ ჩვენ შევძლებთ, მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ, ვერ შევძლებდით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მისი თქმით, საერთო დინამიკას საქართველოს ეროვნული ვალუტაც აჰყვა. „ლარიც აჰყვა ამ საერთო დინამიკას და როგორც მთელს მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების გაუფასურება იმის გამო, რომ ვაჭრობა, ტურიზმი შეწყდა, ეს აისახა ლარის კურსზეც. რაც შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც, ეს არის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შემცირება. იცით, რომ პირველ რიგში, ჩვენ ცხრა დასახელების სასურსათო საქონელი შევარჩიეთ, რომლის ფასების ზრდა გადავაზღვიეთ, არ ხდება და ამას ვამონიტორინგებთ. ამ შემთხვევაში, ამ პროდუქტის ფასებზე ლარის გაუფასურება არ აისახება. ბუნებრივია, არ შეგვიძლია, ამ პროდუქტების დასახელება 100-მდე გავზარდოთ. ეს სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრი აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობამ სწორი პრიორტეტი შეარჩია. „ჩვენ სწორი პრიორიტეტები შევარჩიეთ, ეს ცხრა პირველადი მოხმარების სასურსათო საქონელი, რომელიც სასურსათო კალათაში ძალიან მნიშვნელოვანია, მათზე ფასები არ გაიზრდება“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მისი თქმით, ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ, მათ შორის სოლიდური ინტერვენციებით დოლარში. „ბუნებრივია, ამ ეტაპზე რთულია უკან წამოვიყვანოთ ეს დინამიკა და დავუბრუნოთ ერთი თვის წინანდელ ნიშნულს. გახსოვთ, რამდენად ჯანსაღად იქცეოდა ლარი მაშინ. ეროვნული ბანკის შემაკავებელი სტრატეგია ამ შემთხვევაშიც ეფექტს მოახდენს და ზრდის ტემპი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ამის გარეშე იქნებოდა. მომავალშიც ვიზრუნებთ, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე იყოს შერბილებული“, – განაცხადა თურნავამ. მინისტრი იმპორტიორებს მოუწოდებს, ნუ იჩქარებენ განცხადებების გაკეთებას, რათა არ შექმნან უფრო მეტად ნეგატიური მოლოდინები. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევქმნათ იმაზე მეტი მოლოდინები, რაც უკვე შექმნილია ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი არ მუშაობს და ექსპორტი არის გართულებული. ამის ზევით არის წმინდა წყლის ნეგატიური მოლოდინების ესკალაცია და ამაში თავის შენატანს ნუ გააკეთებენ, რადგან ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ და თუ დავინახავთ, რომ რისკი ექნება პირველადი მოხმარების საქონელს, რეაგირებას მოვახდენთ. აქედან გამომდინარე მინდა, რომ ყველა მეტნაკლებად მშვიდად იყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.#georgia #government #stopcovid19 #covid19 #coronavirus
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება. „იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, - განაცხადა გახარიამ.#georgia #stopcovid19 #coronavirus #covid19