ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის, სოფელ საბერიოს მკვიდრი ქალბატონი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, იგი მოსკოვიდან ჩამოვიდა.
მას თან რუსეთის მოქალაქე ქალბატონიც ახლდა, რომელიც ამჟამად სოხუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე მის შესახებ ინფორმაციას კლინიკა არ გასცემს.
ამ შემთხვევამ მოსახლეობა შეეშინა, ყველა დაბნეულია. აფხაზეთის რეგიონი საკმაოდ პატარაა, ამიტომ მარტივია მასში პანდემია სწრაფად გავრცელდეს. ამჟამად ჩაკეტილია საზღვრები და ოკუპირებული აფხაზეთი სრულ იზოლაციაში იმყოფება.
ასევე აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის მედ-პერსონალი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ ამ რთულ პერიოდში მოსახლეობამ სიმშვიდე შეინარჩუნოს, თუმცა საეჭვოა, რამდენად ეყოფა ოკუპირებულ აფხაზეთს რესურსები პანდემიასთან საბრძოლველად.
#პირველიპაციენტი
#ეყოფათრესურსი
?
#SOKHUMIDAILY