ობიტო უჩიჰა (うちはオビト, უჩიჰა ობიტო) სერიების ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტია.
კაკაში ჰატაკესა და რინ ნოჰარასთან ერთად იგი მინატო ნამიკაზეს გუნდის წევრი იყო. მოგვიანებით, მან მადარა უჩიჰასთან თანამშრომლობა და მისი სახელით მოქმედება დაიწყო.
ობიტო ბავშვობაში
The moment people come to know love, they run the risk of carrying hate."
როგორც წესი, ობიტო მუდამ იგვიანებდა ნინძათა აკადემიაში. იქ იგი მომავალ თანაგუნდელებს, კაკაშისა და რინს გაიცნობს. მას რინი პირველი შეხვედრისთანავე შეუყვარდება. ობიტო მინატო ნამიკაზეს გუნდის წევრი იყო. მოხუცებულის დახმარების მიზეზით იგი ჩუნინთა გამოცდის მეორე ეტაპზეც დააგვიანებს, რაც კაკაშის ძლიერ გააბრაზებს. გამოცდისას მინატოს გუნდის წევრები გაის, ებისუსა და გენმას შეებრძოლებიან. გაი ობიტოს იოლად დაამარცხებს, რის გამოც მომდევნო ეტაპისთვის მომზადებას ობიტო სრული სერიოზულობით შეუდგება. იქ მას კვლავ გაის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა და კვლავ დამარცხდება. მიუხედავად ამისა, ობიტო განაგრძობს ვარჯიშს და ჩუნინის წოდებას მოიპოვებს. ობიტოს თავისი თანაგუნდელი, რინი უყვარდა, რომელიც ამას ვერ ამჩნევდა. მოგვიანებით, თავისი გრძნობების შესახებ იგი რინთან დალაპარაკებას გადაწყვეტს, რაც მას არ დასცალდება. კაკაშის ჯონინად გახდომის აღსანიშნავად, რინი მას კაკაშისთვის საჩუქრის გაკეთებაში დახმარებას სთხოვს, რაც ობიტოს არ გაახარებს. ტრადიციულად, ობიტო მისიებზეც აგვიანებდა, რაც კაკაშიში დიდ ბრაზს იწვევდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ისინი მეგობრები იყვნენ.
ობიტო რინთან, კაკაშისთან და მინატოსთან ერთად.
ობიტომ აკადემიაში გაიცნო რინ ნოჰარა და იგი პირველი დანახვით შეუყვარდა. მან აკადემია ცხრა წლის ასაკში დაასრულა, რის შემდეგაც იგი მინატოს გუნდში ჩაირიცხა რინთან და კაკაშისთან ერთად. მოგვიანებით მისმა გუნდმა ჩუნინების გამოცდაშიც მიიღო მონაწილეობა. ობიტომ აქაც დააგვიანა, მიზეზად კი ის მოიშველია, რომ გზად მოხუც ქალბატონს დაეხმარა. რინზე შთაბეჭდილების მოსახდენად ობიტომ დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკის შესრულება ცადა, რაც საშინელი კრახით დასრულდა. მას ხელი შეუშალა კანფეტმა, რომელიც მას მადლიერების ნიშნად მოხუცმა აჩუქა და რაც მას იმ მომენტში პირში ედო. საბოლოო ჯამში, მაიტო გაიმ ობიტო სასტიკად დაამარცხა. მარცხის მიუხედავად, ობიტო უფრო ბეჯითად შეუდგა ვარჯიშს, თუმცა უშედეგოდ - იგი კვლავ დამარცხდა გაისთან, რომელიც მისმა თანაგუნდელმა კაკაშიმ დაჯაბნა და ჩუნინის წოდებაც მოიპოვა. იმ დროს, როცა ობიტო ჩუნინი გახდა, კაკაშის უკვე ჯონინი იყო. კაკაშის წარმატების აღსანიშნავად რინმა მისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ობიტოს ეჭვიანობა კაკაშისადმი.
მესამე მსოფლიო ომის დროს ობიტოს რინსა და კაკაშის, რომელიც მისიის მეთაური იყო, კანნაბის ხიდის განადგურება დაევალათ, რაც დროებით შეაფერხებდა იუაგაკურეს. მისიაზე წასვლის წინ რინმა და მინატომ ახლა უკვე ჯონინ კაკაშის საჩუქრები აჩუქეს. ობიტომ მას უთხრა, რომ სულაც არაა ვალდებული რამე აჩუქოს, რაზეც კაკაშიმ მიუგო, რომ არც არაფერში სჭირდება მისი საჩუქარი, რადგან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, იგი მაინც გამოუსადეგარი იქნებოდა. მინატო მალევე გამოიძახეს წინა ფრონტზე საბრძოლად და იგი იძულებული გახდა, თავისი გუნდი მარტო გაეშვა მისიაზე. იუაგაკურეს შინობებმა სამეულის პოვნა შეძლეს და რინი გაიტაცეს. კაკაშიმ ობიტოს უარი უთხრა მის გამოხსნაზე, რადგან, მისი აზრით, მისიის წარმატებით შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ადამიანის გადარჩენა. გაბრაზებული ობიტო მარტო გაემართა რინის გადასარჩენად. საბოლოოდ, კაკაში მიხვდა, რომ ობიტო მართალს ამბობდა და დაეხმარა მას. თავის მხრივ, კაკაშის დასაცავად ობიტომ შარინგანი გაააქტიურა და იუაგაკურეს ერთი შინობი მოკლა. მოგვიანებით, ჩამოშლის ზღვარს მყოფი გამოქვაბულიდან გასვლის წინ, დოძიუცუს გამოყენებით ობიტომ შენიშნა, რომ კაკაშის ლოდი ეცემოდა. მან თანაგუნდელს ხელი ჰკრა და ნანგრევებში თავად მოყვა.
ლოდის ქვეშ მოყოლილი ობიტო
მომაკვდავმა ობიტომ კაკაშის ბოდიში მოუხადა და მას თავისი მარცხენა შარინგანი აჩუქა. მან მეგობარს სთხოვა, რომ რინზე ეზრუნა. კაკაში მას შეჰპირდა, რომ რინს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცავდა. მას შემდეგ, რაც რინმა, რომელიც მკურნალი ნინძა იყო, თვალის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით შეასრულა, ისინი მომაკვდავ ობიტოს გაეცალნენ და ყველამ ჩათვალა, რომ იგი დაიღუპა. სინამდვილეში ობიტო მადარა უჩიჰამ გადაარჩინა. თუმცა ობიტოს მეორე შარინგანი უვნებელი დარჩა, მისი სხეულის მთელი მარჯვენა მხარე ძლიერ იყო დაზიანებული. მადარამ იგი ჰაშირამას ცოცხალი კლონის ნაწილების გამოყენებით აღადგინა.
მადარასა და ობიტოს პირველი შეხვედრა.
როგორც კი ობიტო გონს მოვიდა, მან მაშინვე კონოჰაგაკურეში, თავის მეგობრებთან დაბრუნება დააპირა, თუმცა მადარამ მას უთხრა, რომ ასეთი სხეულით იგი შინობი ვეღარასდროს გახდებოდა. მან ობიტოს სასტიკი რეალობისა და მთვარის თვალის გეგმის შესახებ დაუწყო საუბარი. არჩევანის გარეშე დარჩენილმა ობიტომ დროებით დარჩენა გადაწყვიტა და ძალების აღსადგენად ვარჯიშს შეუდგა. გავიდა წლები და ერთ დღეს თეთრმა ზეცუმ მას უთხრა, რომ კაკაში და რინი გასაჭირში იყვნენ. ობიტო მაშინვე მათ დასახმარებლად გაეშურა. წასვლის წინ მან მადარას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და სამუდამოდ გამოემშვიდობა. ბრძოლის ველზე მისულმა ობიტომ იხილა, თუ როგორ მოკლა კაკაშიმ რინი ჩიდორის გამოყენებით. ამ მომენტში განცდილმა ემოციამ როგორც ობიტოს, ისევე კაკაშის მანგეკიო შარინგანი გაუაქტიურა. კაკაშიმ გონება დაკარგა. კირიგაკურელმა შინობებმა რინის ცხედრის წაღება ცადეს, თუმცა კამუისა და ხის გამოშვების შერწყმით ობიტომ ისინი ამოხოცა.
ობიტო იხუტებს რინის ცხედარს
.
ობიტომ რინი გულში ჩაიკრა და მას შეჰპირდა, რომ ისეთ სამყაროს შექმნიდა, სადაც იგი ცოცხალი იქნებოდა.
#obito
#ობიტო
#ობიტოუჩიჰა
#ანიმე
#ნარუტო
#მანგა
#anime
#naruto
#manga
©wikipedia
#ახალიამბები