გერმანიაში  კორონავირუსის 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ექვსი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ გერმანიაში „კოვიდ-19“ უკვე 206 826 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ბოლო ერთ კვირაში უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ყოველდღიურად კორონავირუსული ინფექციის 600-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით უკვე 9 128 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარებადი პანდემიის შუაგულშია.