საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება

ByM.m.m.Georgia
0
31 მარტის 8:00 საათიდან საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. საყოველთაო კარანტინის პირობებში სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება - გამონაკლისია მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მარკეტები. ამასთან ერთად, ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება - გამონაკლისის სახით, შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით არაუმეტეს 3 პირის მგზავრობა. რეგულაცია შეეხო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს - მათ სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. ისინი სახლიდან გასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ საავადმყოფოში, აფთიაქში ან მაღაზიაში წავლენ. კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00-მდე იმოქმედებს. ამ დროს ქვეყნის მასშტაბით გარეთ გადაადგილება იკრძალება. გარდა ამისა, გადაადგილების დროს ყველა მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
#კარანტინი
#კორონავირუსი
#კომენდანტისსაათი
#საქართველო
#გახარია
#მთავრობა
#სიახლე
#coronavirus
#quarantine
#georgia
#politics
#news
#events
#business
ByM.m.m.Georgia
0