სკანდალური ვიდეოკომპრომატი მოლდოვის პრეზიდენტზე
Tbilisi Daily
მოლდოვის ოპოზიცია პრეზიდენტ იგორ დოდონის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს. მიზეზი პარტია „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერია, სადაც “დემოკრატიული პარტიის” ყოფილი ლიდერი, ოლიგარქი ვლადიმე პლახოტნიუკი და პარტიის ვიცესპიკერი სერგეი იარალოვი იგორ დოდონს პაკეტს გადასცემენ. ოპოზიციის მტკიცებით, პაკეტში დიდი თანხა დევს, რომელიც მოლდოვის ლიდერმა რუსეთისგან მიიღო. სკანდალურ ჩანაწერს დოდონი Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა და ვიდეოკომპრომატს ფაბრიკაცია უწოდა.
#
#news
Moldova
#იგორდოდონი
#სკანდალურივიდეოჩანაწერი
#tbilisidaily
#dailynews