მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას ითხოვს

Interworld

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ, გამართულ პრესკონფერენციაზე, დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდოების გაყვანა და მათ ნაცვლად ეუთოს სამოქალაქო დამკვირვებლების შეყვანა მოითხოვა. „ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და არ გვსურს, რომ უცხო ქვეყნის ჯარები ჩვენს ტერიტორიებზე დარჩნენ. ეს უბრალოდ დეკლარაცია არ არის, ეს არის აუცილებლობა“, - აღნიშნა სანდუმ და დაამატა, რომ მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან თანამშრომლობისთვის იმ კუთხით, რაც საჭირო იქნება ზემოხსენებული ტერიტორიიდან რუსული იარაღისა და ჯარის გასაყვანად. თავის მხრივ კრემლში უკვე უარყვეს ასეთი წინადადება და აღნიშნეს, რომ მსგავსი ნაბიჯი რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Moldova #russian #peacekeepers #interworld