ყოველთვის მხარს ვუჭერ ფაქიზ და კომპრომისებზე აწყობილ ურთიერთობას სახელმწიფოს და ეკლესიას შორის...

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140240 ყოველთვის მხარს ვუჭერ ფაქიზ და კომპრომისებზე აწყობილ ურთიერთობას სახელმწიფოს და ეკლესიას შორის, მაგრამ კორონავირუსმა არ იცის კომპრომისი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძე ტვ პირველის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, რაც არ უნდა მძიმე იყოს რეჟიმი, რომელიც ხვალიდან შემოდის, ხელისუფლებას ექნება მათი მხარდაჭერა. "სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს სრული მოცულობით ის შეზღუდვები, რომლებიც შემოაქვს და ვიმეორებ, ნებისმიერ ნაბიჯში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ნაბიჯები და მართლაც მძიმეა ის რეჟიმი, რაც ხვალიდან შემოდის, ხელისუფლებას ექნება ჩვენი მხარდაჭერა", - განაცხადა ბაქრაძემ.
0