ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან - გახარია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140243 ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან - პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან. ამის მან, "რადიო თავისუფლების" კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოჯახის ექიმების გადამზადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ამ ფორმით, მათთვის, ვისთვისაც ვირუსი უფრო მძიმე პირობებში ვითარდება, საჰოსპიტალე რესურსების მაქსიმალური მოცულობის შენარჩუნებას მოხერხდება. "თითოეული ადამიანი, რომელსაც ექნება შეგრძნება, ან ელემენტარული ცხელება, მას ექნება კონკრეტული მიმართულება, სადაც უნდა აიღოს ტელეფონი და დარეკოს. უკვე სატელეფონო ზარიდან მას მოემსახურება კონკრეტული ოჯახის ან სოფლის ექიმი და აქედან დაიწყება რისკის შემცველი პოტენციური პაციენტის მართვა", - განაცხადა გახარიამ.
0