თაღოვანი არქიტექტურა და დიზაინი Xavier Corberó- გენიალური ნამუშევრის მაგალითზე

0
ამბობენ ძველი სტილი ბრუნავს და ყოველთვის თავიდან შემოდისო მოდაში, დღეს ინტერიერში თაღები დაბრუნდა, რომლებსაც უკვე აქტიურად იყენებენ თანამედროვე დიზაინერები.
გადავხედოთ თაღების სამოთხესა და უძლიერეს ნამუშევარს, რომელიც უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს ჩვენს დროში.
Catalan-ელი არტისტის, Xavier Corberó (1935 - 2017)-ის ნაგებობა, რომელიც წლების წინ ბარსელონაში აშენდა დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია, რომელსაც აქტიურად იყენებენ მოდის დიზაინში, ფილმებსა თუ ფოტოგრაფიაში. ნაგებობა ცხრა ინდუსტრიულ შენიბას აერთიანებს, 32 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და უკვე 40წელს მაინც ითვლის. სამწუხაროდ მისი ნახაზები/გეგმა არ მოიპოვება, თუმცა გვაქვს სურათები, რომლებიც აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

თაღოვანი სტრუქტურა

ექსტერიერი

ინტერიერი

შენობა ინტერიერითაც გამოირჩევა, გადავხედოთ,
შიდა სივრცე და საინტერესო კომპოზიციური გადაწყვეტილებები
ხეში გადაწყვეტილი ინტერიერი და დეტალები
თაღებიანი ოთახის გაკეთება შიგნითაც არ მოერიდა ავტორს 🖤
განსაკუთრებით გამოვყოფდი ამ მართლაც გრანდიოულ ზედხედს
როგორ მოგწონთ? დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაგიჩნდებიდათ აქ სეირნობისა და სურათების გადაღების სურვილი.
__________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ თვალ-ყური ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინ-სიახლეებს მომოსთან ერთად ✨
#თაღები #ინტერიერი #ექსტერიერი #დიზაინი
ავტორი - მარიამ თოფურია / მომო - #დიზაინსიხლეები
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#ტექნოლოგიები
#დიზაინი
#დიზაინერები
#დიზაინსიახლეები
#დიზაინნიუსი
#დიზაინს
#ინტერიერისდიზაინი
#თანამედროვედიზაინი
0