ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინში იმყოფება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140246 ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინშია. კარანტინში იმყოფებიან მისი მრჩეველები და მთავრობის რამდენიმე წევრი. „ვიდრე ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი გახდება ცნობილი, რომელიც ყველა ეჭვს გამორიცხავს, პრემიერ-მინისტრმა და მისმა უახლოესმა პირებმა გადაწყვიტეს თვითზილაციში გადავიდნენ“, -აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, რივკა პალუხს კორონავირუსი დაუდგინდა. ნეთანიაჰუსა და პალუხის ბოლო შეხვედრა 26 მარტით თარიღდება. სავარაუდოდ, რივკა პალუხი კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა. ამის შემდეგ კორონავირუსზე ანალიზი ისრაელის პრემიერმა ჩააბარა, ტესტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 4 347 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 134 კი განიკურნა.
0