"ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა, ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება"

Tbilisi Daily

მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა, ბიძინა ივანიშვილი პირველ სატელევიზიო ინტერვიუს საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს. ივანიშვილი ამბობს, რომ აღარ აპირებს კონსულტაციებს იმ გუნდთნ რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი იმუშავა, წყვეტს საჯაროობას და არ გამორიცხავს, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუც იყოს - "რაც შემეძლო გავაკეთე და რაღაზე მოვდივარ კაცო, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორდ ვერ გავაკეთე, თუ სწორად ვერ გავაკეთე უკან რაღატო უნდა გავიქაჩო" - ამბობს ოლიგარქი. გარდა ამისა, ივანიშვილი სატელევიზიო ინტერვიუშიც იმეორებს იმას, რაც გამოსამშვიდობებელ წერილში დაწერა - "ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა, ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება" - ამბობს ივანიშვილი. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით, რომელიც 11 იანვარს გამოაქვეყნა, საზოგადოებას შეახსენა ის მიზნები და ამოცანები, რომელიც პოლიტიკაში გამოჩენისას დაისახა: "2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება: 1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი; 2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა." - წერია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, მისივე თქმით, უახლოეს 4-5 წელში "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა და "ქარაქუცა პარტიებით" ის ვერ ჩანაცვლდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #პოლიტიკა #საქართველო #GeorgianDaily