Chef, Cuisine and Rock N Roll და არა პოვარი.

0
მზარეულის გაგონებაზე თუ მხოლოდ „ოსტრი“, ღიპიანი მამაკაცი და „ეს ისეთი პროფესიაა ჭამა არ დაგაკლდება“ გახსენდებათ, მაშინ უნდა გითხრათ, რომ რეალობისაგან ძალიან შორს იმყოფებით. ეს პროფესია მხოლოდ 4 სიტყვით რომ ფასდებოდეს, ეს იქნებოდა : ხელოვანი, პერფექციონისტი, მომთმენი და მელომანი. დავიწყოთ ხელოვანით. თქვენ შეიძლება იფიქროთ, „რა არის გაფორმება? მიუდე სალათის ფოთოლი, მოასხი რამე და გაუშვი“ მაგრამ ეს ასე არ არის. თეფშზე კერძის გაფორმებით მზარეული ერთგვარ სანახაობას დგამს, სადაც იგი ემოციებს, ფერთა გამას, ქაოსს და ერთგვარ ბოჰემას ერთად ჰარმონიულად ათავსებს, რადგან კერძის დიზაინი მთლიანად გამოხატავს მზარეულის ხედვას. რაც შეეხება პერფექციონიზმს. ყველა სამზარეულოს აქვს ერთი დაუწერელი კანონი, ან აკეთებ იდეალურად, ან საერთოდ არ აკეთებ და არ აქვს მნიშვნელობა ბევრი შეკვეთა გაქვს თუ დროში ვერ ეტევი, უბრალოდ ყვირი Oui Chef !!! და აკეთებ საქმეს. მოთმენა- რაც ალბათ ყველა პროფესიაში საჭიროა, თუმცა სამზარეულო ამის გარეშე არ არსებობს. თუ ფიქრობთ რომ აქ რაიმე მინუსზე თვალს დახუჭავენ და თავზე ხელს გადაგისვამენ, მაშინ სჯობს რამე უფრო მშვიდი პროფესია შეარჩიოთ, მაგალითად ბიბლიოთეკარი. თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი შენიშვნის ატანა მოგიწევთ. მელომანია ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს გემოვნებაზე, გიყვარს კარგი მუსიკა? ესეიგი კერძებსაც მთელი ემოციებით ამზადებ. Rammstein, AC/DC , Led Zeppelin, Pink Floyd, Black Sabath, ეს იმ ჯგუფთა მცირე ჩამონათვალია რაც არამარტო ხელს შეგიწყობთ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში, არამედ თქვენს მოტივაციას და მონდომებას ახალ დონეზე აიყვანს.???
#cooking
#cuisine
#foodislove
#loveisfood
#stayhome
#Rockstar
0